23.11.2024

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს წინ უძღოდა ხანგრძლივი პოლიტიკური დებატები და ურთიერთბრალდებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 23-მა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

პარლამენტმა კვლავ არ უყარა კენჭი ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img