24.11.2024

შუქრუთელმა მოშიმშილეებმა პროტესტი შეწყვიტეს…”ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებას მიაღწიეს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა თბილისში საპროტესტო აქციას მართავდნენ და შიმშილობდნენ, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზთან”  შეთანხმებას მიაღწიეს და სახლებში ბრუნდებიან. შუქრუთელები საკუთრების უფლების დაცვას 110 დღის განმავლობაში მოითხოვდნენ. 

აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცი იყო, 3 კი – ქალი

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მოთხოვნით, შეთანხმების დეტალები საჯარო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის.  

ცნობისათვის, შუქრუთელები ამბობდნენ, რომ ჭიათურაში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლებოდა და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრეოდა, ნაწილი კი უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ცენტრალური ხელისუფლებისთვის “ხმის მიწვდენაში” სთხოვდნენ დახმარებას. 

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანია მზად იყო, სამხარაულის ბიუროსთვის მიენდო შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალის შეფასება და ზარალის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის შესაბამისი ზარალის ანაზღაურება. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img