23.11.2024

საქართველოში ყოველი მე-7 ადამიანი ღატაკია – რამდენი ადამიანი თვლის თავს ღარიბად

საქართველოში თითქმის ყოველი მე-7 ადამიანი ღატაკია სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 551 638 ადამიანი იღებს, რაც იანვართად შედარებით 19 396-ით მეტია, წლის დასაწყისში შემწეობას 532 242 ადამიანი იღებდა.

ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მაიასში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 049 586-ს, წლის დასაწყისში კი 1 020 375-ს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის ყოველი-7 ადამიანი ღატაკია და ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს, თითქმის ყოველი მე-4 კი ფიქრობს, რომ ღარიბია და მას დახმარება სჭირდება.

BPN.GE

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img