“გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბაიდენის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პირისპირ შეხვედრა, შესაბამისად, “მის ზრახვებში” შეცდომები ვერ მოხდება.
“გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი. პირველი: დავადგინეთ პრაქტიკული სამუშაო სფეროები, სადაც ორ ქვეყანას შეუძლია აამაღლოს საერთო ინტერესები და ასევე სარგებელი მოუტანოს მსოფლიოს. მეორე: გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია იმაზე, რომ აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი ან ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს. მესამე: იმისთვის, რომ ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ღირებულებები, მან ეს ჩემგან მოისმინა. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი შეხვედრის ტონი იყო, კარგი, დადებითი”, – თქვა ჯო ბაიდენმა.
აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა. პრესკონფერენციისას პუტინმა აღნიშნა, რომ ბაიდენთან შეხვედრისას “არანაირი მტრული განწყობა” არ ყოფილა და კონსტრუქციულად ჩაიარა.