საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოდან აზერბაიჯანში 195,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 14,6%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი.
აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტი 4.7%-ით შემცირდა და 212.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობამ 408 მილიონი 124.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობა 0.24%-ით შემცირდა.
საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 8,1%-ს შეადგენს და მეოთხე ადგილს იკავებს მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ.