23.11.2024

“კლანური მმართველობა“ და მოსამართლეების დანიშვნა – საია იუსტიციის საბჭოს მონიტორინგს აქვეყნებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციაში 2020 წლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

საია-ს თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, გადაიქცა ,,სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას”.

სიმონიშვილის განცხადებით, ის, რაც ამ მონიტორინგის შედეგად ნახეს, კარგად ნაცნობი ძველია.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭო არის არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ გავლენების ქვეშ და ეს „კლანი“ იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა, მათი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მათი გადანიშვნა და სხვა. „კლანი“ განაგებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლოს სისტემას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი ფაქტობრივად გადაიქცა სასამართლოს კონტროლის მექანიზმად, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „კლანს“ აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საბჭოს 2/3, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაზე. რამდენიმე დღის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც აჩვენა, რომ „კლანი“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მისთვის არის მისაღები“, – აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, „კლანის ძალაუფლების განმტკიცებას“ ხელს უწყობს სასამართლოს თავმჯდომარეების განწესების წესი და ვადის ამოწურვის შემდეგ მათი სხვადასხვა სასამართლოებში გადანიშვნა. მისივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების მიმართ წარდეგნილ საჩივრებს არ განიხილავს და უმაღლეს საბჭოს 2020 წელს წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით არავითარი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს საქმეები 5 თვის განმავლობაში უნდა განიხილონ.

ნიკოლოზ სიმონიშვილი ასევე გამოეხმაურა სასამართლოს რეფორმირების პროცესს. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა ეს მხოლოდ პროცესუალურ საკითხებს ეხებოდა, რითიც „კლანის ლეგიტიმაცია კიდევ უფრო განმტკიცდა“.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ დაიხვეწა კანონმდებლობა, თუმცა ეს ემსახურებოდა მხოლოდ პროცესუალური ნორმების დახვეწას და ამის შედეგად მივიღეთ, რომ „კლანის“ ლეგიტიმაცია კიდევ უფრო განმტკიცდა პროცედურული ნორმების დახვეწით. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომელიც დაასუსტებს „კლანის“ გავლენას სასამართლო სისტემაში და გაზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს. აუცილებელია არამოსამართლე წევრთა დანიშვნის წესის ცვლილება და საბჭოში გადაწყვეტილების მიღება მოხდეს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების თანხმობის შედეგად იმისათვის, რომ მოსამართლე წევრთა ცალკე აღებული ძალაუფლება შემცირდეს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

მისივე განმარტებით, „კლანის ძალაუფლების განმტკიცებას“ ხელს უწყობს სასამართლოს თავმჯდომარეების განწესების წესი და ვადის ამოწურვის შემდეგ მათი სხვადასხვა სასამართლოებში გადანიშვნა. ნიკოლოზ სიმონიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების მიმართ წარდეგნილ საჩივრებს არ განიხილავს და უმაღლეს საბჭოს 2020 წელს წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით არავითარი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს საქმეები 5 თვის განმავლობაში უნდა განიხილონ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img