“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე საკანონმდებლო ორგანოს ორთქლმავალს ადარებს და საპარლამენტო ტრიბუნიდან ამბობს, რომ პარლამენტი არის ორთქლმავალი.
“წყალი და ცეცხლი ვერ იტანს ერთმანეთს, წყალს უნდა ცეცხლი ჩააქროს და ცეცხლს უნდა წყალი ააორთქლოს, მხოლოდ ერთ გარემოებაში ხდებიან ისინი ურთიერთსარგებლის მომტანნი, ეს არის ორთქლმავალი. რაც მეტი ცეცხლია, წყალი ორთქლდება, ორთქლი გადადის ენერგიაში და ის მოძრაობს, პარლამენტი არის ორთქლმავალი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.