23.11.2024

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში შევიდა. მასთან ერთად პანსიონში მივიდა ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე. მას შენობში მეუფე იაკობი შეუძღვა. 

ამ ვიზიტის შემდეგ პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ომბუდსმენი პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.

ნინოწმინდის პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს- მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა. მეუფე სპირიდონის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის უფლებას არ აძლევდნენ. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში საუბრობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები აქამდე არ გადადგმულა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img