“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული ბიზნესის ვალი საფინანსო ინსტიტუციებთან დღეს არის 40 711 645 000 ლარი.
როგორც ვაშაძემ პარლამენტში, პრემიერის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ჯამური ვალი 74 200 654 000 ლარია, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფომ დააგროვა, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს მოქალაქეების და ბიზნესის ვალად ითვლება საბანკო ინსტიტუციებისთვის
„ეს არის სხვა ვალი, მეორე ძალინ დიდი ვალი, რომელიც საქართველოში დაგროვდა, წინა გამოსვლისას რომ გაჩვენეთ, 33 489 000 000 ლარი – ეს კიდევ სხვა ვალია. შესაბამისად ამ 2 ციფრს თუ გავაერთიანებთ, რაც ბატონ ფინანსთა მინისტრს დავუთვალეთ წინა სხდომაზე – საქართველოში გამოდის, რომ ჯამური ვალი 74 200 654 000.
ეს არის ვალი, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფომ, ანუ თქვენ დააგროვეთ სახელმწიფო ვალი და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს აქვს ვალი საბანკო ინსტიტუციებისთვის.
ეს ვალი და ეს ციფრი მიუთითებს, რომ ყველაფერი ვალშია, ყველაფერი დალომბარდებულია, აბსოლუტურად უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში.
რა მიიღო საქართველომ ამ ვალის ასეთი კოლოსალური ზრდით?
ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა ალბათ ბევრს ჰგონია, რომ შეიძლება გაიზარდა საქართველოში – “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში: დოლარში შემცირდა 147$-ით; წლიური ინვესტიციები შემცირდა 1 მლრდ დოლარიდან 616 მლნ დოლარამდე; საშუალო ხელფასი 134$-იდან შემცირდა 100$-მდე; სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 82 500 ადგილით; 1 000 654 000 იყო სამუშაო ძალა – 200 000-მა ადამიანმა იმიტომ, რომ ვერ ნახა ადგილი ქვეყანაში დატოვა საქართველოს ტერიტორია. უმუშევრობა გაიზარდა.
შობადობა და დემოგრაფია – უმძიმესი ვითარება გვქვს, შემცირდა. ,,ქართული ოცნების” მოღვაწეობის პერიოდში ბატონო პრემიერო, განახევრდა ქორწინების რაოდენობა და ვართ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაში და პირობები.
რა მიიღო საქართველომ ,,ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში? – საქართველო ევროპის ნაცვლად, რეალურად აფრიკაშია. ჩვენთან ისევე შიათ, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე უმუშევრობის მაჩვენებელია, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე დიდი ვალებია, როგორც აფრიკაში.
დღეს საქართველოში ფაქტობრივად ადამიანები ვალს იღებენ იმისთვის, რომ იყიდონ მედიკამენტები და ამის მაგალითია პენსიონრები. დღეს საქართველოში ადამიანები ვალით ყიდულობენ ყოველდღიურ საჭმელს – პურს. დღეს საქართველოში ვალის ვალით ცხოვრობს ხალხი. ჯერ აქვს ბანკის ვალი, მერე მიკროსაფინანსოში იღებს, რომ ბანკში გადაფაროს, მერე ესეც რომ არ ჰყოფნის, მიდის ლომბარდში და მერე კარგავს ქონებას!
დიახ! ქართული ოცნების” მოღვაწეობის და მმართველობის პერიოდში საქართველო გაღარიბდა, დაკარგა ეკონომიკა,დაკარგა პერსპექტივა. ქართველი ხალხი არის ვალებში! იხრჩობა ვალებში! სახელმწიფოს აქვს აკიდებული უზარმაზარი ვალი და პერსპექტივა არ ჩანს არსად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.