2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,4%-დან 14,8%-მდე მოიმატა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 6,5%-დან 6,6%-მდე გაძვირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მაისში ყველაზე მეტად იპოთეკური სესხები გაძვირდა, ლომბარდული სესხი კი პირიქით, გაიაფდა.
როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (მაისის სტატისტიკა):
- იპოთეკურ სესხები – 11,46% (აპრილი – 10,76%)
- ავტოსესი – 21,56% (აპრილი – 21,19%)
- ლომბარდული სესხი – 20,30% (აპრილი – 20,50%)
- სამომხმარებლო სესხი – 19,53% (აპრილი – 19,04%)
- სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13% (აპრილი – 12,55%)
- სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 21,17% (აპრილი – 21,12%)