23.11.2024

ზურაბ ჯაფარიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე – კონსტრუქციულობის თამაშია პარტნიორების დასანახად

“გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა საერთაშორისო პარტნიორების დასანახად “კონსტრუქციულობის თამაში” და “უმნიშვნელო დათმობაა”. 

ჯაფასიძის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ოცნება მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად “გაღუნვას”, რომ მას აზრი დაუკარგოს.

“ჩემი აზრით მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ოცნება მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას რომ მას აზრი დაუკაროს.

ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ;

ამის ნაწილია ის რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, იქ რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ დოკუმენტით გაწერილ ტექსტში;

ამის ნაწილია ის რაც ხდება სასამართლო სისტემაში, სადაც ოცნებამ სრულად ფეხებზე დაიკიდა როგორც მიშელის ტექსტი, ისე აშშ-ს საელჩოს მიერ ამ ტექსტის მარკერით გაყვითლება, და ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სისტემაში კლანის ფესვების გრძელვადიან ჩაბეტონებას;

საბოლოო ჯამში ოცნება ცდილობს იქამდე მიიყვანოს საქმე რომ ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან – მიშელის შეთანხმება ჩაიშალა. ეს მისცემს ოცნებას შესაძლებლობას უარი თქვას 43%-იან დათქმაზე, თავიდან აიცილოს შესაძლო ხელახალი არჩევნები და ხელი “შეთანხმებიდან გასულ” ოპოზიციას შეაწმინდოს.ერთი შეხედვით სწორედ ეს არის მათი მიზანი.

ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად – ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ჟვანიამ გადადგომის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს თამარ ჟვანია აცხადებდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img