დღეიდან, 30 ივნისის 23:00 საათიდან, საქართველოში “კომენდანტის საათი” აღარ მოქმედებს.
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ოფიციალურად გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ცნობისათვის, საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 8 თვის განმავლობაში მოქმედებდა.