იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას ვაქცინაციისკენ, თუმცა იქვე წერს, რომ არ დაუსვან კითხვები – სად არის ვაქცინა?
„არავაქცინირებულ ადამიანებს ვაქცინირებულებისგან შედარებით აქვთ არა მარტო მაღალი რისკი ინფიცირების, არამედ მაღალი რისკი მძიმე კოვიდის განვითარების.
ვაქცინაცია თითქმის ანულებს თქვენს რისკს გახდეთ მძიმედ ავად, ან მოკვდეთ კოვიდისგან!
პ.ს. არ დამიწეროთ კითხვები სადაა ვაქცინა? არ მაქვს პასუხი“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.