ინდოეთი აწარმოებს ვაქცინას “კოვაქსინს”, რომელიც არის ინაქტივირებული, ვაქცინის ეფექტურობა დელტა (ინდური) ვარიანტის მიმართ 65% -ია – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
“ინდოეთი აწარმოებს ვაქცინას კოვაქსინს, რომელიც არის ინაქტივირებული (ჩინური ვაქცინების ანალოგი). დღეს გამოქვეყნდა მათი მესამე ფაზის კვლევის პრესრელიზი. ვაქცინის ეფექტურობა დელტა (ინდური) ვარიანტის მიმართ 65% -ია.
პ.ს. ამ პარალელის გავლება სინოფარმი/სინოვაკთან სწორი არ იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით ინაქტივირებული ვაქცინების ეფექტი ამ ვარიანტზე ამ ფარგალში იმერყევებს”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი