ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში განთავსებულ დაჯგუფება “ჰამასის” ობიექტებზე. თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშები ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით აალებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.
პალესტინური მედიის ცნობით, ავიაიერიშების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.