„დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 245-ე დაბადების დღეს აღნიშნავს“, – ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
„ხუთი წლის შემდეგ, 2026 წლის 4 ივლისს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი იქნება. დღეს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამერიკა 250 ფონდიდან, ვიწვევთ ამერიკელებსა და ჩვენს მეგობრებს საზღვრებს გარეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს წარსულს და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.