ტყიბულში მესამე დღეა მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. მეშახტეები ხელფასის 300 ლარით მომატებას ითხოვენ.
კომპანია „საქნახშირი” მეშახტეებს ხელფასის ბონუსური სისტემით მატებას სთავაზობს, რასაც მეშახტეები არ თანხმდებიან.
ამ დრომდე კომპანიასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება არ შემდგარა. გაფიცული მეშახტეები მინდელის სახელობის შახტთან არიან შეკრებილი, ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოთხშაბათს ტყიბულის ცენტრში მაშტაბურ აქციას გამართავენ.