ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კიბერშეტევის გამო, ვაქცინაციის პორტალზე – Booking.moh.gov.ge შექმნილი ტექნიკური ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია და რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა.
„ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილია. დილის მონაცემებით, 20 ათასამდე მოქალაქეა რეგისტრირებული „სინოფარმზე“. რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ, რომ აქტივობა იქნება კარგი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.