ტელეკომპანია “TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან მყოფ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი ჯგუფები დაუპირისპირდნენ. მელაძის ინფორმაციით, სასტიკად ნაცემია ტელეკომპანიის ოპერატორი და დამტვრეულია აპარატურა. ასევე, გადამღებ ჯგუფს მობილური ტელეფონები დაუმტვრიეს და მათ ვერ უკავშირდებიან.