23.11.2024

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნებიდან შეიჭრნენ და დროშა დაწვეს

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ახვლედიანის ქუჩაზე, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრას აივნებიდან ცდილობს. ცოტა ხნის წინ მათ ოფისზე განთავსებული, ლგბტ დროშა დაწვეს.

აქციის მონაწილეები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან.

ადგილზე პოლიცია მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

იქამდე ძალადობრივი ჯგუფი მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოში შევარდა და მის დარბევას შეეცადა, ჩაამტვრიეს მინაც და თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img