23.11.2024

თამარ კორძაია – დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობას ახალისებს, რადგან ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობას ახალისებს, რადგან ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა – სამწუხაროა ბატონო ირაკლი, რომ მეტი ძალა და უნარი არა გაქვთ, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანას ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, – ეს განცხადება პარლამენტში, დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

„მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს და ვახტანგ გომელაურს – ვერ ახერხეᲑთ იმას, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეები დაცული იყვნენ. არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არა ვართ. მოვუწოდებთ გომელაურს და ღარიბაშვილს, ის პასუხისმგებლობა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ. თითოეული ადამიანის არათუ გამოხატვის უფლება, არამედ ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ. ადამიანები, რომლებიც ხმას გაძლევენ ან არ გაძლევენ, გადასახადებს იხდიან და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთი თვეა გთხოვენ, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოთ და ამას ვერ ახერხებთ. ამის შემდეგ თქვენ ხელისუფლება ხართ?! თქვენ ხელისუფლება არ ხართ და არავითარი უფლება არა გაქვთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ წესრიგის დამყარების უნარი გაქვთ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა თქვა, კონსტიტუციᲘთ ყველა დაცულია და დღეს მან კონსტიტუცია ყველას თავზე გადაგვახია”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img