პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „რიონის ხეობის“ მცველები მივიდნენ. როგორც „რიონის ხეობის“ წევრმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ როგორც ეკლესიის მრევლი, იმისთვის, რომ მშვიდობიანად გააპროტესტონ მიმდინარე მოვლენები.
გოლეთიანის განმარტებით, ნებისმერი ადამიანის მიმართ მიუღებელია ძალადობა. იქნება ეს ლგბტ პირი თუ ჟურნალისტი. მისივე თქმით, ისინი ლგბტ პროპაგანდას მხარს არ უჭერენ. თბილისში კი საპატრიარქოს მოწოდებით იმყოფებიან.