23.11.2024

კახა კუჭავა – ვგმობ მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტებისა და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია!

ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგსა და უზრუნველყოფს მშვიდობას!

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!“, – წერს კახა კუჭავა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img