მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
კალაძის განცხადებით, ასეთი აგრესია დაუშვებელია და მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი, ხელშეუხებელია.
„ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.
მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“, – აცხადებს კალაძე.