Windford’s Tbilisi-ს თანამშრომელი ნატალი ურიდია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რომ თბილისი პრაიდის ჩანთის გამო, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
მისი თქმით, მოძალადეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავში ბოთლი ჩაარტყეს.
“ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე. ვიღაც რიგითმა ფარშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაც თბილისი პრაიდი აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია. ამასობაში უკნიდანაც ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით. მეზიზღება აქაურობა”, – წერს ნატალია ურიდია.