თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს 20:00 გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“გუშინ რაც მოხდა არაა მარტივი, პატარა ამბავი, რაზეც შეიძლება, თვალი დახუჭო. გუშინ რაც მოხდა ამ ქვეყნისთვის კატასტროფა იყო! ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ესაა სიბნელე, რომელიც ამ ქვეყნის წინსვლას აფერხებს. ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, როგორც კედელს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ესენი არიან ჩვეულებრივი ბნელები, „ზომბების“ მასა, რომელიც გამოზარდეს, რათა ასეთ დროს გამოიყენონ.
თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს, 20:00 საათზე გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით, არც მიტინგი იქნება არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი, არც მუსიკა, უბრალოდ, გამოდით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.