პარლამენტის შენობის წინ, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი, დაპირისპირებაა.
რამდენიმე პირი ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
ერთ-ერთი პირი თავს დაესხა “პალიტრანიუსის” ოპერატორს და ფიზიკურად გაუსწორდა.მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ტერიტორიაზე ამ წუთებში კვლავ დაძაბულობაა.