რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ქაშუეთის ეკლესიასთან იდგნენ, ნაწილი გამოეყო და კინო „რუსთაველის“ ტერიტორიიდან შემოვლითი გზით ცდილობს მიუახლოვდეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.
ისინი აქციის მონაწილეების მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრიან. ამ წუთებში ისინი განთავსებულნი არიან როგორც ქაშუეთის ეკლესიასთან, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან.
ტერიტორიაზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციას გაკეთებული აქვს ცოცხალი ჯაჭვი, რითაც ერთმანეთისგან ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეებს ჰყოფს.