“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ძალადობრივი ჯგუფის წევრები სამართალდამცველებმა ქაშუეთის ეკლესიის მხრიდან პარლამენტის წინ პერიმეტრზე შეუშვეს. ადგილზე მანამდე ტერიტორია რკინის ჯებირებით და სამართალდამცავთა კორდონით გადაკეტილი იყო.
საკანონმდებლო ორგანოს წინ მყოფი ჟურნალისტები პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაიყვანა. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. პოლიციამ ადგილზე რამდენიმე პირი დააკავა.