23.11.2024

შსს რუსთაველის გამზირზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს მიმართავს და უახლოეს 10 წუთში მათთვის მითითებულ ადგილზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფ მედიასაშუალებებს მივმართავთ, უახლოეს 10 წუთში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შეიკრიბონ შეთანხმებულ ადგილზე.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით იგეგმება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა.

არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ – დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყება მედიისთვის საკონტაქტო პირების ინფორმაციასაც უთითებს. ტატო კუჭავა – 577 77 16 12; ანანო ბარაბაძე – 599 298581.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img