ამ წუთებში ტელეკომპანია ” ტვ პირველის” შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ავრცელებს და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” შესაბამის ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს.
“რამდენიმე წუთის წინ ტვ ,,პირველთან”, პოლიციის მობილიზება დაიწყო და ხომ მშვიდობა გვაქვს? ამ შუაღამისას პოლიცია რატომ გამოჩნდა ჩვენს ოფისთან?”,- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.
ამ წუთებში ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში საგანგებოდ მაუწყებლობს და კადრებში ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გადაადგილება. ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებით, სამართალდამცველებმა მათ დაუდასტურეს, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია “ტვ პირველთან” ძალადობრივი ჯგუფების მისვლის შესახებ.