23.11.2024

ზურა შევარდნაძე – 4 ჯავშანი გაუქმდა – გვწერენ კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ არ ჩამოვიდეთო

“გარდენია შევარდნაძეს” მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ წლებია ტურისტებზე ბინას აქირავებს, რომელსაც სტუმრები მკაცრი ლოკდაუნის პერიოდშიც კი არ აკლდა, თუმცა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზედიზედ ოთხი ჯავშნის გაუქმების შესახებ წერილები მიიღო. 

გაწბილებული ვარ.

არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ. ლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ. გაგანია პანდემიისას ადამიანი, რომ არ ჭაჭანებდა მაშინაც კი გაქირავებული იყო. ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე.

წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ. გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა.

ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან რომლებმაც 11 მაისს დაგვიკვეთეს ოთახი მოკლე წერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით.

დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ:

“ქეთევან, საქართელოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით. კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში.”

დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი.

წერტილი...” – წერს ზურა შევარდნაძე. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img