ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების გონივრულად დაწესების შესახებ მსჯელობა დაიწყონ.
„დღეისთვის ინფექციის გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრული დაწესებაზე, რათა არ მივიღოთ ის ეფექტი, რომელიც შარშან გვქონდა“, – განაცხადა ტიკარაძემ “ქრონიკასთან”.