19.03.2024
- Advertisement -spot_img

ABBA ახალ ალბომს გამოუშვებს 40-წლიანი პაუზის შემდეგ

შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA 40-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალ ალბომს გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ABBA-ს წევრის, ბენი ანდერსონის ინფორმაციით, ჯგუფის ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა და იგი 10 კომპოზიციისგან შედგება.

„თავდაპირველად მხოლოდ ორი სიმღერა იყო, შემდეგ კი ვთქვით: იქნებ კიდევ რამდენიმე დავამატოთ?“ – განაცხადა ბენი ანდერსონმა.

2018 წელს ჯგუფის ოთხმა წევრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ახალი ნამუშევრების გამოშვებას გეგმავდნენ, თუმცა სიმღერის პრემიერა გადაიდო.

ABBA-ს ბოლო სტუდიური ალბომი 1982 წელს გამოვიდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img