24.07.2021
- Advertisement -spot_img

აჩი არველაძე – ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და არანაირ მერობას არ ვაპირებ

ფეხბურთელი აჩი არველაძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიასთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია და მერობას არ აპირებს.

აჩი არველაძის მერობის შესაძლო კანდიდატად დასახელება მედიაში აქტიურად განხილვის თემა მას შემდეგ გახდა, რაც პარტია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ მერობის კანდიდატად არველაძის დასახელების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

“კახაბერ ქემოკლიძეს ჰკითხეთ რატომ თქვა, მე არ ვიცი. ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და არანაირ მერობას არ ვაპირებ”, – აცხადებს არველაძე.

კახაბერ ქემოკლიძემ გუშინ, პალიტრანიუსის ეთერში დასმულ კითხვას – განიხილება თუ არა აჩი არველაძე მერობის კანდიდატად, უპასუხა, რომ “განიხილება ყველა, ვინც პოტენციურად ძლიერი ოპონენტი იქნება”.

“ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და კარგი პიროვნება”, – თქვა ქემოკლიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img