19.09.2021
- Advertisement -spot_img

ადიდასი REEBOK-ს 2.1 მილიარდ ევროდ ყიდის

FashionHolics Online

მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლიანი მფლობელობის შემდეგ ადიდასი Rebook-ის გაყიდვას აპირებდა. დღეს ცნობილი გახდა თუ რომელი კომპანიის მფლობელობაში გადავა ის.

როგორც გაირკვა, ადიდასი Reebok-ის მიყიდვას Authentic Brands Group-ისთვის 2.1 მილიარდ ევროდ გეგმავს. 2006 წელს რიბოკი ადიდასმა 3.8 მილიარდ დოლარად შეიძინა.

Rebook-ის და adidas-ის პარტნიორობა საკმაოდ რთული იყო. ადიდასისთვის პრიორიტეტული Nike-ისთან კონკურენციაში გამარჯვება იყო, გაერთიანების შემდეგ კი, Rebook-ში იდენტობის კრიზისი დაიწყო, რასაც ფინანსური კრიზისიც მოჰყვა და წლიური შემოსავლებიც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით დაეცა. პროფესიონალი ათლეტების ფავორიტი ბრენდიდან, Rebook იქცა კომპანიად, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკაში ნახევარზე მეტი მაღაზია დახურა. 

ABG 30-ზე მეტ ბრენდს ფლობს, მათ შორისაა: Forever 21, Herve Leger, Juicy Couture, Barneys New York, Eddie Bauer, Brooks Brothers და ა.შ. სულ ცოტა ხანში კონგლომერატის შემადგენლობაში შემავალი ბრენდების მზარდ სიას Rebook-იც შეუერთდდება. შესყიდვის პროცესის დასასრული 2022 წლის პირველ კვარტალში არის ნავარაუდევი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img