ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა