05.08.2021
- Advertisement -spot_img

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ – საქართველომ, უკრაინამ და მოდლოვამ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

დეკლარაციას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი პეტრას ციხეში მოაწერეს.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშილის განცხადებით, დეკლარაციით ასოცირებული ტრიო კისრულობს ვალდებულებას, ერთმანეთს დაუჭიროს მხარი და გააძლიეროს ერთმანეთი.

“ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად. ახალი მნიშვნელობის მქონე ასოცირება უნდა გაჩნდეს, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია, ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img