24.07.2021
- Advertisement -spot_img

აკაკი ზოიძე – ღია სივრცეში “დელტა” შტამის გადადების საშიშროება, გაცილებით მაღალია

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ღია სივრცეში “დელტა” შტამის გადადების საშიშროება, გაცილებით მაღალია. .

მისივე თქმით, სხვა ქვეყნების დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში საქართველოში კორონავირუსის “დელტა” შტამი დომინანტური გახდეს.

“ალბათ, “დელტა” შტამი რამდენიმე კვირაში დომინანტური იქნება. სხვა ქვეყნების დინამიკით შეგვიძლია ეს ვივარაუდოთ, რეალურია. გაცილებით სწრაფად ვრცელდება, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ ჩვენთან შეზღუდვები პრაქტიკულად მოხსნილია და ზოგიერთმა, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ისიც დაიჯერა, რომ კორონა და პანდემია აღარ არის, საერთოდ აღარ ვრცელდება, სიფრთხილეს არ იცავენ.

ნიღბის ტარება სავალდებულო დარჩა დახურულ სივრცეში, მაგრამ ღია სივრცეში, რომ მოიხსნა ეს ვალდებულება, ბევრ ადამიანს დახურულ სივრცეშიც ავიწყდება პირბადის ტარება.

ღია სივრცეში თუ მჭიდრო კონტაქტია, “დელტა” შტამის პირობებში, საშიშროება, რომ ღია სივრცეში “დელტა” შტამი გადაგვედოს, გაცილებით მაღალია”, – განაცხადა ზოიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img