20.04.2024
- Advertisement -spot_img

ახალი ავტობუსები რუსთავში

ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავს ახალი ავტობუსები აქვს. მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა.

ახალი ავტობუსების პრეზენტაცია რუსთავში დღეს გაიმართა. ევრო 5-ის სტანდარტის, გარემოსთვის უსაფრთხო, შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, 60 ათასი რუსთაველი მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს. 22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს, 8 თებერვლიდან მოემსახურება. დამატებით კიდევ 18 ავტობუსი, კი რუსთავში უახლოეს მომავალში შემოვა.

ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველებს მუნიციპალური ტრანსპორტი ხვალიდან ორი კვირის განმავლობაში სრულიად უფასოდ მოემსახურება.

,,რუსთავში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ხვალიდან ქალაქის ქუჩებში გამოჩნდება ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები. ჩვენ, გარემოს დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები და სწორედ ერთ-ერთი მთავარი, ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლებაა “, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე. ,,რუსთავის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ფუნქციონირება წლების განმავლობაში არ შეუწყვეტია, რამაც საშუალება მოგვცა შემოგვეყვანა ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი, ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებები. ახალი ავტობუსები ხვალიდან მოემსახურება მგზავრებს. კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციები მგზავრობისას სრულად იქნება დაცული. 60 ათასზე მეტი რუსთაველი ისარგებლებს მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით. ხვალიდან კი ახალი ავტობუსით მგზავრობა, ორი კვირის განმავლობაში ყველასთვის უფასო იქნება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 18.7 მილიონ ევრო გამოიყო. ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის საქართველოს ექვსი ქალაქი – რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი შეირჩა. 175 ერთეული სატრანსპორტო საშუალებიდან, რუსთავის მუნიციპალოტეტისთვის, პროგრამით 40 ავტობუსი იქნა გათვალისწინებული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img