03.06.2023
- Advertisement -spot_img

ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ადამიანს დაუდასტურდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით,  ვირუსი ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა, მისი შემთხვევები კი გამოვლინდა ჭყვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში. 

„ყველა შემთხვევაზე განხორციელებულია ეპიდკვლევა, ხოლო პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ინფორმაცია შემთხვევებთან დაკავშირებით გადაგზავნილია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სოფლის ექიმებთან და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში“, – აცხადებენ  ახალციხის მერიაში.

13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ადამიანის ყირიმ-კონგოთი დაავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img