29.03.2024
- Advertisement -spot_img

ალექსანდრე დარახველიძე – ტურისტის დაჭრას “თბილისი პრაიდთან” კავშირი არ აქვს, შემთხვევა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თბილისში 5 ივლისს, პოლონელი ტურისტის დაჭრას ძალადობრივ ჯგუფებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც დარახველიძემ დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა ყოფით ნიადაგზე მოხდა.

“აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად, ვარანცოვზე, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც დედამაც გააკეთა განცხადება, რომ ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმასთან, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მიეჭრა კონკრეტული პირი სულ სხვა ლოკაციაზე და მოახდინა მისი ჯანმრთელობის დაზიანება”, – თქვა დარახველიძემ.

ცნობისათვის, თბილისში, 5 ივლისს ხეთაგუროვის ქუჩაძე პოლონელი ტურისტი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით,  ტურისტი გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დანაშაული სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც “ღირსების მარშის” ჩაშლის საბაბით, დედაქალაქში მოძალადეები უკონტროლოდ დარბოდნენ და მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს უსწორდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img