20.04.2024
- Advertisement -spot_img

ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავაზე – ამ ეტაპზე ცალსახად ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას 5 ივლისს მიღებული ტრავმები ვერ გამოიწვევდა.

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სხეულში გამოვლინდა ხუთიოდე ნარკოტიკული ზემოქმედების მატარებელი ნივთიერებები. შესაბამისად, ამის გამო, ცალსახად, ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. ვიზუალური დათვალიერებით არანაირი ჰემოლოგია არ იყო თავის ტვინში, იმ ფორმის, რომ მას შეეძლო გამოეწვია დამდგარი შედეგი. ყველა ტელეარხში ხაზს ვუსვამ, რომ  ეს ტრავმა, იგულისხმება თვალბუდის კედლების ფრაგმენტული მოტეხილობა, სისხლჩაქცევები, ის სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. 

მაპროვოცირებელი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო ეს ტრავმა დამდგარი შედეგის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე, ამ თვალსაზრისით გვჭირდება სწორედ, პირველ რიგში, ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებებია მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში და ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა.

ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ვერანაირ კატეგორიულ პასუხს მიზეზშედეგობრივ კავშირზე ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის ვერ ვისაუბრებ. როდესაც სრულად და ბოლომდე მივიღებთ შედეგებს, ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მივაღებინოთ გამოცდილ, ცნობილ და ავტორიტეტულ ვიწრო პროფილის კლინიცისტებს. კერძოდ, ნარკოტიკების აღმოჩენასთან მიმართებით გვაინტერესებს ნარკოტიკების ოდენობა, კონცენტრაცია“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ “იმედის კვირასთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img