15.10.2024
- Advertisement -spot_img

ალექსანდრე გოგინავა – ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან BA 4-თან და BA 5-თან

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის ქვეშტამები BA 4 და BA 5 სახიფათოა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის და ასაკოვნებისთვის.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან BA 4-თან და BA 5-თან. რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ძირითადად ეს შტამები სახიფათოა ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, არიან ასაკოვანები, აქვთ იმუნოდეფიციტი.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტინგენტში ვაქცინაციის უფრო აქტიურად ჩატარება“, – განაცხადა გოგინავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img