23.11.2024

ალექსეი არესტოვიჩი – უკრაინა არ შეიძლება იყოს დემილიტარიზებული სახელმწიფო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით უკრაინა არ შეიძლება იყოს დემილიტარიზებული სახელმწიფო, როგორც შვედეთი ან ავსტრია. მისი თქმით, უკრაინაში დემილიტარიზებული სახელმწიფოს შექმნის იდეა შვედეთის ან ავსტრიის მაგალითზე „მიუღებელია“, რადგან უკრაინა სულ სხვა სიტუაციაშია.

„მსოფლიოში ყველა ქვეყანას, გაეროს წესდების თანახმად, აქვს თავდაცვის უფლება და ჩვენ უკრაინაში ძალიან ნათლად გვესმის, როგორც ხალხს, ასევე მთავრობას, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი,  რადგან არავისზე დაყრდნობა არ შეიძლება.

შვედეთი და ავსტრია გარშემორტყმული არიან ევროპელი  ღირსეული მეზობლებით, რომლებიც ატარებენ სტაბილურ პოლიტიკას და არ სურთ საზღვრების შეცვლა, უკრაინა კი ორჯერ მოტყუებული ქვეყანაა. ჩვენი ნეიტრალური სტატუსი დაფიქსირდა სუვერენიტეტის დეკლარაციაში, შემდეგ კი ბუდაპეშტის მემორანდუმში, რომელსაც ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მესამე ბირთვული შესაძლებლობები დათმო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img