24.11.2024

ალექსეი რეზნიკოვი – უკრაინას წინ ურთულესი კვირა ელის

რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინას წინ რამდენიმე რთული კვირა ელის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია კრემლის ბოროტების წინააღმდეგ მყარდება და უკრაინის დახმარება გაიზრდება, მაგრამ უახლოეს დღეებში დიდი გამძლეობა და ერთიანობა იქნება საჭირო.

„მინდა ყველას გვქონდეს სწორი მოლოდინები. წინ რამდენიმე ძალიან რთული კვირაა. შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელება, წვრთნა და ლოგისტიკა გარკვეულ დროს მოითხოვს. რუსეთს უკვე აქვს მობილიზებული ძალები ფართომასშტაბიანი შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, ის დიდი ხანია არწმუნებს პარტნიორებს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა უკრაინისათვის მიეწოდებინათ დასავლური წარმოების იარაღი, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს.

„დასავლეთის კალიბრებზე და აღჭურვილობაზე გადასვლა არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ მიღებულია. კერძოდ, ჩვენ უკვე ვიღებთ 155 მმ-იან არტილერიას. არ დავმალავ – სამი თვის წინ ეს ამოცანა თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის, უკრაინელი ხალხის გამძლეობის წყალობით ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img