18.09.2021
- Advertisement -spot_img

ალუდა ღუდუშაური – გახარია იყო პრემიერი, შს მინისტრი და თუ ასეთ რამეს ხედავდა, მაშინ სად იყო?!

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, პოლიტიკაში მოსვლა ან გნებავთ, შემობრუნება ტყუილის და სიცრუის ხარჯზე ძალიან ცუდია, – გახარია იყო პრემიერი, შს მინისტრი და თუ ასეთ რამეს ხედავდა, მაშინ სად იყო?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე მოლოდინი ჰქონდა, რომ გახარიას პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მე-3-4 ადგილს დაიკავებდა, თუმცა, პრეზენტაციის შემდეგ „ნათელი გახდა, რომ მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა და მხოლოდ 5-6- ე ადგილზე თუ გავა“.

„ასევე, ძალიან ცუდია, როცა ის საუბრობს დღეს მისი პრემიერობიდან გადადგომის მიზეზებზე, ასახელებს აბსოლუტურად სხვა მიზეზებს, ჩვენ კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რაც გააკეთა გადადგომის დროს, ეს განცხადებები აცდენილია ერთმანეთთან. ამიტომ იმედს ვიტოვებ, გახარია დაუბრუნდება თანმიმდევრობის რეჟიმს და არ დაადგება და გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, რაც პრეზენტაციაზე მოვისმინეთ,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img