ამ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. ძალიან მარტივია, ბატონ გახარიას ამ და ბევრი სხვა განცხადების გაკეთების მორალური უფლება არ აქვს. ამ განცხადების გამო, ბოდიში უნდა მოიხადოს – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც მან 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
“ეს ის ბატონი გახარია ხომ არ არის, პანკისის მოვლენების ავტორი რომ არის? ეს ის ბატონი გახარია არ არის, სადაც ჯერ სპეცოპერაცია დაგეგმა, შემდეგ გამოვიდა და ბოდიშით დაიწყო. პარლამენტთან შეკრებილ ადამიანების, მომიტინგეებთან მიმართებაში როგორ იქცეოდა? რაზე ვსაუბრობთ, რომელ უუნარობაზე?! მგონი პანკისის მოვლენები კარგად გვახსოვს.
ის სიტუაციაა, ფიქრობდეს ისეთ ადგილზე ჩაიკეტოს, რომ განცხადება არ გააკეთოს, რომელსაც ფანჯარაც არ ექნება, რომ ჟურნალისტმა რამე არ ჰკითხოს. უტიფრობასაც ხომ საზღვარი აქვს?! “ – თქვა ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში”.