09.12.2021
- Advertisement -spot_img

ალუდა ღუდუშაური: „ოპოზიციისგან გვესმის იქედნური საუბარი, ულტიმატუმი, რაც ხელს არ უწყობს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას“

„თუ ნიკა მელიას მიზანია, რომ გირაო არ გადაიხადოს, ციხეში იჯდეს, იქ რაღაც მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს, ეს მისი არჩევანია და ამაში ვერ შევზღუდავთ… ჩვენ გვესმის ულტიმატუმი, იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რაც ხელს არ უწყობს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას.“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თუ ნიკა მელიას მიზანია, რომ გირაო არ გადაიხადოს, ციხეში იჯდეს, იქ რაღაც მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს, ეს მისი არჩევანია და ამაში ვერ შევზღუდავთ

„ულტიმატუმის ენა უნდა დავივიწყოთ. ოპოზიცია მართლაც ულტიმატუმს აყენებს – ჩვენი ყველა, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები და გულშემატკივრები მხარეებს მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ. ამის ფონზე კი,  ჩვენ გვესმის ულტიმატუმი, იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რაც ხელს არ უწყობს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას.

ოპოზიცია მართლაც ულტიმატუმს აყენებს

მათი მიზანიც ის არის, რომ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე შეძლონ ქვეყანაში სიტუაციის არევა, ამით ისარგებლონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხედავთ, რომ ერთ შანსსაც არ ტოვებენ, რომ რამე ფორმით არ „გამოიყენონ“ ეს მდგომარეობა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის პარლამენტის ეზოში მობილიზებული სახანძრო მანქანები და რატომ შეინიშნება განსაკუთრებული გადაადგილება, ღუდუშაური აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რაიმე განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს.

“ეს ბუნებრივია, პარლამენტი არის ერთ- ერთი მნიშვნელივანი სახელმწიფო ობიექტი, შესაბამისად, განსაკუთრებული არაფერი ხდება, რაც სხვა დროს არ შეინიშნება ხოლმე. აქცია, რომელიც დღეს დაანონსდა ოპოზიციის მხრიდან ვფიქრობ, რომ იქნება კანონის ფაგრლებში ჩატარებული. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და რაიმე ისეთ მოქმედებას განხორციელებს, რომელსაც საზოგადოებაც მიჩვეულია მათი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მათ აქციებს და არ მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს ვითვლით, მაგრამ ნამდვილად ვერ გამოირჩევა ოპოზიცია ხალხმრავალი აქციებით,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img