09.10.2024
- Advertisement -spot_img

ალუდა ღუდუშაური – პრეზიდენტი მზად არის „ნაციონალურ მოძრაობას“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი მზად არის ისეთ დემორალიზებულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“, – ამ სიტყვები გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

„როგორც ჩანს ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილმა გაუგზავნა „ნაციონალურ მოძრაობას“ გზავნილი, რომ დიახ, ჩემდა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ის როგორც ჩანს მზად არის ისეთ დემორალიზებულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უკვე თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში.

კანდიდატი, რომლის გაკეთებული საქმეც იხილა ჩვენმა საზოგადოებამ და კონკრეტული შედეგებით იხილა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ დროს, როდესაც ამ ნაბიჯს დგამ ჩვენი მხარდაჭერა ბუნებრივია ამ კანდიდატებს არ და ვერ ექნებათ“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img